“ჩემო ღიმილა გოგო, მიჭირს შენზე წარსულში საუბარი…“

89

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, 35 წლის ეკა რატიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ქალს ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

„დაუჯერებელია… შენ ხომ სიცოცხლით და პოზიტივით სავსე იყავი… მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, ჩემო ღიმილა გოგო“.

„ჩემი ლამაზი ეკა… აღსაწერად, რომ სიტყვები არ გეყოფა, სწორედ ის ადამიანი იყო… ვერ აღვწერ მის ადამიანურ მხარეს, რამდენად სხვა იყო… რამდენად კარგი. როგორ არ ვიტირო, როცა მოგონებად მრჩება მისი ღიმილი, მისი მხიარული ხმა, საუბრები, გულწრფელი ემოციები… ვინც ამ თბილ, საყვარელ, მუდამ მხიარულსა და ოპტიმიზმით სავსე გოგონას იცნობდით, ყველას თანაგიგრძნობთ საკუთარი თავის ჩათვლით… ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ლოცვით მარადიული ნათელი მოეფინება მის სულს.

დაე, მისი ნათელი ხსოვნა დარჩეს ჩვენთან მარად… უფალმა მისცეს საუკუნო განსვენება, ხოლო ამ სევდის გამზიარებლებს -მშვიდობა და გამძლეობა…“, – წერენ სოციალურ ქსელში.