ე.წ. აქტივისტებმა ამჯერად მერაბ დვალიშვილი ამოიღეს მიზანში – „რესტორანში ქეიფობენ ახლა ერთად… ნუ აფანატებთ ამ უტვინოებზე!” (ფოტო)

81

ლაშა ბექაურთან გადაღებული ფოტოს გამო, ე.წ. აქტივისტების ორგანიზებული შეტევის სამიზნე ამჯერად მერაბ დვალიშვილი გახდა. საქმე ეხება ქართველი ჩემპიონების ერთად გადაღებულ ფოტოს.

„მეწყინა, რესტორანში ქეიფობენ ახლა ერთად ლაშა ბექაური და მერაბ დვალიშვილი. ერთადერთი სპორტსმენი, რომლითაც ვამაყობდი და მტელი გულით ვგულშემატკივრობდი”.

„არც მეწყინა და არც გამიკვირდა. უნდა შევეშვათ ამ ტვინდაჭყლეტილებისგან რაიმე ღირსეული საქციელის მოლოდინს”.

„კიდევ კარგი, არც ამის ტინგიცობის ყურებაზე დამიკარგავს დრო და მითენებია ღამე”.

„მილიციაზე რომ ამბობენ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, ესენი ვისზე ნაკლები ჩლუნგები არიან”.

„ასჯერ ვთქვი, ნუ აფანატებთ ამ უტვინოებზეთქო”, – წერენ სოციალურ ქსელში.