ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
“ვნახე ადამიანი პატივმოყვარე, რომელსაც არ გააჩნდა თავმოყვარეობა. მორალზე საუბრობდა, სრულიად ამორალი.
ზედმიწევნით იცოდა ადამიანის ფსიქოლოგია, ასევე ზედმიწევნით იცოდა თავად რას წარმოადგენდა.
მიხვდა, რომ მივხვდი ვინც იყო, თვალებში ჩამხედა (გამაოგნებლად ლამაზი თვალები ჰქონდა) და მითხრა
„მე ღმერთის არ მეშინია, მე მეშინია საკუთარი თავის”
მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს, მინდოდა მიმეხედა უკან, მაინტერესებდა რომელ მხარეს წავიდა, მაგრამ არ მივიხედე.
გონებამ ფიქრი გააგრძელა. არც მე მეშინია ღმერთის, რადგან ღმერთი სიყვარულია, არ მეშინია სიყვარულის და არც საკუთარი თავის.
გული მშვიდად მიცემს. ხელის გულები და ფეხის გულები მიხურს”,– წერს ჯაჯანიძე.