ზურაბ შევარდნაძე: გურიისთვის შემომძახებელი და იმედიანი სიტყვაც ბევრს ნიშნავს, ცოტაც გაუძელით ჩემო გურულებო

59

გამოიდარებს, თოვლი მალე დადნება, აყვავდება ყველაფრი, ხვალ-ზეგ გაზაფხულია და სიხარული შეცვლის საზრუნავიან დღეებს!!!, – ამის შესახებ ცნობილი მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

“არ დარჩა შინაური, ახლობელი, შორებელი, ნაცნობი და უცნობი ვინც არ მოგვწერა, გაგვამხნევა, სიყვარული და მხარდაჭერა გამოგვიცხადა გურიისთვის ასეთ რთულ დროს…
შემომძახებელი და იმედიანი სიტყვაც ბევრს ნიშნავს როცა გიჭირს.
დიდი მადლობა ყველას ამისთვის!!!
გამოიდარებს, თოვლი მალე დადნება, აყვავდება ყველაფრი, ხვალ-ზეგ გაზაფხულია და სიხარული შეცვლის საზრუნავიან დღეებს!!!
ცოტაც გაუძელით ჩემო გურულებო!!
#GardeniaShevardnadze“, – წერს ზურაბ შევარდნაძე.