“უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ” – რა კადრები ვრცელდება სოფელ საბერიოდან

70

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საბერიოში დამწვარი სახლის ადგილას ახალი ააშენეს. 

“საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია.  უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ”,-წერს ის.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში, სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ხანძარი ბენზინის აალების შედეგად გაჩნდა. სახლში ბავშვებთან ერთად მხოლოდ მათი ბებია იმყოფებოდა. ისინი სტუმრად იყვნენ ბებიასთან, თავად კი, დედ-მამასთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ.