“დიდი გულის ბიჭია” – რა თანხა გადარიცხა ხვიჩა კვარაცხელიამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად?

59

Geo Team სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიამ გურიაში, სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად თანხა გადარიცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გურიის დასახმარებლად არა 10, არამედ 30,000 ლარი გადარიცხა! 🫣😍
პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10,000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა.” – წერს Geo Team სოციალურ ქსელში.