თამარ ალადაშვილი მეორე შვილს ელოდება

58

მომღერალი, მუსიკოსი და ანსამბლი „თორდას“ ხელმძღვანელი, თამარ ალადაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მაყურებელს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. იგი მალე მეორე შვილის დედა გახდება:

„მეც მიკვირს უკვე როგორ ვასწრებ ყველაფერს. ბავშვის სქესი ვიცით, მაგრამ ჯერ კითხვის ნიშნით, ამიტომ არ ვიტყვი. შეგრძნება იყო ისეთი, რომ აი, ყველაფერი როგორ უნდა მოვასწრო? ყველა დღე და ყველა წუთი მაქვს დაგეგმილი. გეგმის ნაწილი არ ყოფილა ორსულობა, მაგრამ არც უგეგმოდ იყო. წელიწადი და შვიდი თვე იქნება შუალედი ბავშვებში. ძალიან დიდი სიხარულია, პასუხისმგებლობა და ბევრ რამესთან შეგუებაც გვიწევს ამ დროს ქალს. მეუღლემ ჩემზე კარგად მიიღო ეს ამბავი, ის რომ არა მე ასე მარტივად ვერ გავივლიდი ყველაფერს“, – ამბობს თამარ ალადაშვილი.