“მეგობრები დავკარგე, ბავშვობიდან ერთად რომ გავიზარდეთ ისინი“

323

ირმა სო­ხა­ძე გა­და­ცე­მა­ში „პირ­ვე­ლი სტუ­დია“ ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კის გამო მე­გობ­რე­ბი და­კარ­გა. ოც­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო კი, ფსი­ქი­კა და­უ­ზი­ან­და. მომ­ღერ­ლის თქმით, ის ვერ გა­აგ­რძე­ლებს ისეთ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ დღეს არა­ფე­რი ხდე­ბა…

– მე­გობ­რე­ბი დავ­კარ­გე, მე­გობ­რე­ბი რომ მე­გო­ნა, ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად რომ გა­ვი­ზარ­დეთ. ვი­ღაც წერს, რომ პო­ლი­ტი­კის გამო რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი და­კარ­გო, პო­ლი­ტი­კის გამო კი არ დავ­კარ­გე, არა­მედ იმი­ტომ, რომ მა­ტყებს და მე ვგო­ნი­ვარ გო­ნე­ბა­სუს­ტი ან თვი­თონ არის ასე­თი და ვერ ხვდე­ბა ან კი­დევ ბო­რო­ტია, ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა და მა­ინც მე­თა­მა­შე­ბა. არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს ის ადა­მი­ა­ნი.

შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად მკაც­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ძირ­ში ეს დევს, ამი­ტომ პირ­და­პირ ვთქვი, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, რომ დღეს არა­ფე­რი არ ხდე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მო­გო­ნი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ის ან მა­ტყუ­ებს, ამას მირ­ჩევ­ნია პირ­და­პირ მი­თხრა, მე რუ­სე­თი მინ­და, რუ­სე­თი მომ­წონს და შენ რა გინ­და კაცო. ასე­თე­ბიც არი­ან ჩემს ირ­გვლივ.

არ გეს­მის კი ბა­ტო­ნო და თუ გეს­მის და კი­დევ მა­ტყუ­ებ, სად არის რუ­სე­თი, მა­ინც და­სავ­ლე­თი­აო…. მხარ­და­ჭე­რა­ზე არ არის, ვე­კი­თხე­ბი ქვე­ყა­ნამ კურ­სი შე­იც­ვა­ლა? – არაო, მე­უბ­ნე­ბა და მი­ყუ­რებს თვა­ლებ­ში. გე­უბ­ნე­ბი, ან ფიქ­რობს, რომ მე ვერ ვაზ­როვ­ნებ, ან თვი­თონ ვერ აზ­როვ­ნებს. რო­გორ ვე­მე­გობ­რო, რა­ნა­ი­რად, რის სა­ფუძ­ველ­ზე. კარ­გი გე­ნაც­ვა­ლე ვუ­თხრა და წა­ვი­დეთ ერ­თად და ყავა დავ­ლი­ოთ? – არ არის ეს მე­გობ­რო­ბა და არც მქო­ნია ასე­თი მე­გობ­რო­ბა არა­ვის­თან.

მე კი არ შე­ვიც­ვა­ლე, ადა­მი­ა­ნე­ბი ვიც­ვლე­ბით გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარ­დეს, რო­მელ­საც ვენ­დო­ბი, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მივ­ყვე­ბი, იგი­ვე მე­უღ­ლეს­თან, ერთ დღეს რომ გა­ი­გო ტე­რო­რის­ტია ან გცემს, ისე ხომ ვე­ღარ იქ­ნე­ბი. შოკი ცალ­კე მოგ­კლავს და და­ნარ­ჩე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბა და­გა­ზი­ა­ნებს. მე ფსი­ქი­კა და­მი­ზი­ან­და, იმი­ტომ რომ მომ­ხრე ვი­ყა­ვი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის.