ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
“სულ რაღაც 5 დღეში ლონდონში, ქართველ ემიგრანტებს შევხვდები ![]()
ჩემი პირველი კონცერტია და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ, არ მიყვარს ქველმოქმედებაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით, გურიაში დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით![]()
ყოველთვის მზად ვარ ჩემი სიმღერით რამე სასარგებლო გავაკეთო ადამიანებისთვის
სიკეთე გადამდებია და ჩვენც შეგვიძლია ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ადამიანების გახარებაში
მიყვარხართ, გელოდებით დიდი სიყვარულით, ერთად ვაჩუქოთ ერთმანეთს დაუვიწყარი დღე ![]()
![]()
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე“, – წერს ნინი შერმადინი.