მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე 55 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ნუ , არც მე მჯერა მაგრამ 55 -ია. დავითვალე და ზუსტად ასე გამოვიდა :):) საკუთარ თავზე წერას არ ვაპირებ, მითუმეტეს გარეთ ისეთები ხდება !ამიტომ ამ წლებით ნაგროვები ემოციებით ,,თქვენზე” მინდა მოვყვე. ნახევარი საუკუნე და კიდევ წლები ფაქტიურად , მთელი ეპოქაა:):): … ჩემზე ვერაფერს დავწერ, მაგრამ დავწერ ოჯახზე , შვილებზე , შვილიშვილებზე , ჩემს გოგიჩაზე რომელიც ამ წლებმა მაჩუქა! ამავე წლებმა წამართვა ეს დიდი სიყვარული , მაგრამ საოცარია რომ ასმაგად მეტს მიგზავნის ჩემი ბიჭი! დავწერ თქვენზე რომლებმაც ისეთი სიყვარული მაჩუქეთ რომ წაქცევის არ მეშინია! ბევრნი ხართ და თქვენ გაგიმარჯოთ , რადგან ამ ყველაფრის გარეშე არაფერია არცერთი წუთიც! მინდა რომ მეტი და მეტი ვიყოთ! მინდა რომ ბევრი სიყვარული ვაგროვო!!! #მადლობ “, – წერს ნათია ბანძელაძე.