რუსკა ქარქაშაძე ბაკურიანიდან ფოტოებს აქვეყნებს

39

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. შემდეგ კი, უამრავი პროექტში თუ სატელევიზიო შოუებში იღებდა და იღებს მონაწილეობას.

21 წლის რუსკას ჰყავს მეუღლე ლაშა მოწონელიძე, რომელიც ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს. წყვილს ასევე ჰყავს ერთი შვილი ზუკა. ამჯერად იგი ბაკურიანში ისვენებს, საიდანაც უახლეს ფოტოებს გვიზიარებს. კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:

„ულამაზესი დახვეწილი და შარმიანი“, „კარგი დასვენება მშვენიერო“, „ყველასთვის საყვარელი გოგო“, – წერენ კომენტარებში.