“როგორ აკეთებს ქუთაისელი აფერისტი?” – ჯიმი აბესაძე გიორგი გაბუნიას ქალიშვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

152

ტელეწამყვანსა და იუმორისტს გიორგი გაბუნიას მეუღლე და შვილი კირა ჰყავს. პატარა კირა მამამ საკუთარ გადაცემაში სტუმრად დაპატიჟა და ეთერიც დაიპყრო.

გიორგი გაბუნიას ქალიშვილის ნათლია ასევე მსახიობი და იუმორისტი ჯიმი აბესაძე, იგივე ჯაბოვიჩია, რომელიც სოციალურ ქსელში ნათლულთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს:

„ბაღდათი vs ქუთაისი. ერთმანეთს ხვდებიან ბაღდათელი და ქუთაისელი აფერისტი, როგორ აკეთებს ქუთაისელი აფერისტი?“, – ამბობს ჯიმი აბესაძე ვიდეოში.