“დასკვნა თქვენთვის მომინდია ვასაჯაროებ ჩემი და პროდიუსერის მიმოწერებს”

2

მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”რადგანაც გარკვეული პირები დღემდე ცდილობენ Rustavi 2 • რუსთავი 2 -ის ეთერში გასული მონტაჟით მიღებული ფაბრიკაციით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, გადავწყვიტე გავასაჯაროო ჩემი და იმჟამინდელი გადაცემის პროდიუსერ მაია სტეფნაძის მიმოწერა. ეს საჭირო გახდა, რათა საბოლოოდ მოეფინოს ნათელი იმ დეტალებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო.
უკვე საკმაოდ დამღლელია გაუთავებელი თავდასხმები და ცრუ ინფორმაცია. ამიტომ, წარმოგიდგენთ რეალურ მასალას, რომელიც თავად აჩვენებს სიმართლეს.
ქალბატონი მაიას ბოლომდე ვენდობოდი. გარკვეულ დოზით ვუშვებდი შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, მასაც უჩალიჩებდნენ. ბოლომდე ვცდილობდი, ისე გაჟღერებულიყო სიმართლე, რომ მისთვის სამსახური შემენარჩუნებინა. მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ გადაცემა ჩაბარებული ჰქონდა და ყველაფერი მისი თანხმობით იყო დამახინჯებული .
რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც საზოგადოებისთვის მონტაჟის მეშვეობით მსხვერპლად არის წარმოჩენილი – რეალურად, სცენარი წინასწარ იყო გაწერილი R2-ის თანამშრომელ თამუნა გომართელთან ერთად. ჩემთვის ცნობილია, რომ გადაცემის ჩაწერის შემდეგ, როცა თამუნამ გააცნობიერა, რომ რაღაც მომენტში ზედმეტი მოუვიდა, მაიას სთხოვა: „ამომიჭერი გვანცას სტუდიიდან გასვლის კადრები.“
მაიამ პროდიუსერმა, რაც გააკეთა, ყველამ ვიხილეთ ეთერში. ცხადია, ეს გადაცემა ტელეკომპანიამ მოხსნა ეთერიდან, მაია სტეფნაძე და მისი გუნდი კი გაუშვეს ტელევიზიიდან. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულ პირებს ეს მასალა შენახული აქვთ და ზოგს უბრალოდ ნახვების გამო, ზოგს კი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის იყენებს.
მთელი გადაცემის განმავლობაში ვცდილობდი, სიტუაცია დამემშვიდებინა და მომხდარი მარაზმი მაქსიმალურად შემემცირებინა. მე არავის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია – პირიქით, ვცდილობდი, მოტივაცია ამემაღლებინა. თუმცა, საბოლოოდ ეთერში მაინც დამახინჯებული და ამოჭრილი ვერსია გავიდა.
ჩემი სამოტივაციო სიტყვები იყო: „თქვენ მოგწონთ თქვენი თავი ხოდა მთავარია, თქვენ მოგწონდეთ თქვენი თავი, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი – არ აქვს მნიშვნელობა, სხვები როგორ გხედავენ რას ამბობენ.“
ამ ფრაზასაც კი კონტექსტი დაუკარგეს და შემოქმედებითმა ჯგუფმა, მაია სტეფნაძის თანხმობით, მიზანმიმართულად დაამახინჯა.
ერთკვირიანი ერთმანეთზე გადაბრალებების შემდეგ გაირკვა, რომ არ გაითვალისწინეს R2-ის თანამშრომლის, თამუნა გომართელის თხოვნა, ამოეჭრათ კადრები, სადაც მას „ზედმეტი მოუვიდა“. საბოლოოდ, ჩემი სიტყვები შეცვალეს, მონტაჟით გადაადეს სხვა კონტექსტში, ფოტოგრაფის მიერ გომართელის ბულინგის შემდეგ რაღაც მომენტში ადგომით და გასვლით კადრი კი იმგვარად ჩასვეს, რომ ის თითქოს ჩემს დამახინჯებულ ფრაზაზე რეაქცია ყოფილიყო.
გაინტერესებთ ალბათ რა რეაქცია მქონდა ხო მოულოდნელად ფოტოგრაფის გასვლაზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც თამუნას უთხრა ადექი ბოდიში მოუხადე და შეშფოთდა შექმნილი მარაზმით და სამარცხვინო საქციელით. გარდა იმისა რომ მაყურებლისთვის უამრავი სამოტივაციო ეპიზოდი ამოჭრეს რაც გაუშვეს ისიც დაამახინჯეს. ვინ ვის უჩალიჩებდა მაიას გაუჩალიჩეს მაიამ მე გამიჩალიჩა თუ მაია სხვებს უჩალიჩებდა დღემდე ამოუხსნელია. კიდევ უფრო ამოუხსნელი საერთოდ ქალბატონის საქციელი იყო რომელმაც ხალხს ისეთი რეაქცია ჰქონდა რაც ეთერში გავიდაო მე რა გიშველო, მოვიფიქრებო ბოლოს დამბლოკქ სოც. ქსელებში პარალელურად ტელევიზიაში რეკავდა მერსი მირეკავს და როგორ მოვიქცეო. დასკვნა თქვენთვის მომინდია ვასაჯაროებ ჩემი და პროდიუსერის მიმოწერებს.”