“მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!”

36

10 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და “ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მის” ფორ­ვარ­დის, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ის 31 წლის გახ­და. და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე თავს ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა და ბუნ­დეს­ლი­გა­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი გა­ი­ტა­ნა.

“ჰო­ფე­ნ­ჰა­იმ­თან” 25-ე ტურ­ში გას­ვლით ფრედ 1:1 დას­რუ­ლე­ბულ შეხ­ვედ­რა­ში ჩვე­ნე­ბუ­რი მო­ე­დან­ზე მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მისი გუნ­დი 0:1 მარ­ცხდე­ბო­და, 65-ე წუთ­ზე კი ულა­მა­ზე­სი დარ­ტყმით თა­ვის კლუბს ქულა მო­უ­ტა­ნა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი Sportschau-ს გა­უ­ზი­ა­რა.

“ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ბუნ­დეს­ლი­გა­ში ჩემი პირ­ვე­ლი გოლი გა­ვი­ტა­ნე. ეს ოც­ნე­ბის ახ­დე­ნაა. რო­დე­საც ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ტოპ 5 ლი­გა­ში მე­თა­მა­შა. ახლა კი აქ ვარ და გოლი გა­მაქვს, ეს მარ­თლაც დი­დე­ბუ­ლი გრძნო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით და ბრძო­ლით თა­მა­ში უნდა გან­ვაგ­რძოთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქუ­ლებს და­ვაგ­რო­ვებთ”, – თქვა ბუ­დუმ.

“მად­ლო­ბა მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლის სა­სა­ხე­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბის­თვის!! გი­ლო­ცავ, ბუდუ! 31”, – ასე ულო­ცავს შვილს და­ბა­დე­ბის დღეს კახა ზივ­ზი­ვა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შვი­ლის და­ბა­დე­ბას ასე იხ­სე­ნებ­და:

“1994 წლის 10 მარ­ტია. ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე­თი დროა, ვაზი სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­თხოვს!!! სო­ფელ­ში ვარ გა­მა­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ. მი­ში­კო ავა­ლი­ა­ნი და დათო გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ..გულ­მა მიგ­რძნო და ის­მის მი­ში­კოს ხმა, – ბი­ჭია ბი­ჭი­იი! პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, იყო, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა გაგ­რძელ­და-მეთ­ქი. ბა­ბუ­ა­სა­ვით თა­ვა­წე­უ­ლი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე!!! გი­ლო­ცავ ვუდუ! წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს მო­მა­ვალს!”