დონატელა ვერსაჩე Versace-ს ტოვებს

78

Versace-ს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება – 28 წლის შემდეგ, დონატელა ვერსაჩე  ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას ოფიციალურად ტოვებს. 

მოდის სახლის განცხადების მიხედვით, ლეგენდარული დიზაინერი ბრენდის ამბასადორის მოვალეობებს შეასრულებს, Versace-ს შემოქმედებითი დიზაინერის პოზიციაზე კი Miu Miu-ს ყოფილი დიზაინის დირექტორი, დარიო ვიტალი დაინიშნა.