“როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ”

145

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც საქართველო ერვოვიზიის კონკურსზე გასულ წელს წარადგინა, ევროვიზიის წლევანდელი მონაწილის – მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს ეხმაურება.

იგი მიიჩნევს, რომ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენელს ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროს.

„მინდა, ქართველებს მივმართო, ვიცი, რომ ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს, ბევრ რამეზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს, მაგრამ როცა ჩვენი წარმომადგენელი გადის ჩვენი სახელით ასეთ დიდ კონკურსზე, აუცილებელია, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ საქართველოს წელს წარმატებები ვუსურვო „ევროვიზია 2025“-ზე”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.