დუბაიში დაკარგული უკრაინული მოდელი გზის პირას იპოვეს, ხელ-ფეხისა და ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობით – ოჯახი ეჭვობს, რომ ის სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

906

20 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი მა­რია კო­ვალ­ჩუ­კი, რო­მე­ლიც მარ­ტის და­სა­წყის­ში დუ­ბა­ი­ში გა­უ­ჩი­ნარ­და, 19 მარტს, მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იპო­ვეს. რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა მა­რია გამ­ვლე­ლებ­მა, წინა დღეს, გზის პი­რას ნა­ხეს. გო­გო­ნა ოჯახს რვა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დაჰ­კავ­ში­რე­ბია.

რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი “ტე­ლეგ­რა­მის” არ­ხის SHOT-ის თა­ნახ­მად, მა­რი­ამ 20 წლის იუ­ბი­ლე 9 მარტს აღ­ნიშ­ნა. იგი წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­ვი­და, სა­დაც შე­ი­ხებ­მა უმას­პინ­ძლეს. მე­ო­რე დღეს გო­გო­ნამ დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ორ უც­ნობ ადა­მი­ან­თან ერ­თად აპი­რებ­და სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნას. მა­რი­ას დედა ამ­ბობს, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს გო­გო­ნას დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და და ხმა უკან­კა­ლებ­და, თით­ქოს არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ამის შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტი და­ი­კარ­გა.

ახ­ლობ­ლე­ბი შეშ­ფოთ­დნენ, რო­დე­საც მა­რი­ამ ზა­რებ­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა შე­წყვი­ტა. ისი­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ცდი­ლობ­დნენ მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის გარ­კვე­ვას.

რვა დღის შემ­დეგ, გო­გო­ნა გზის პი­რას იპო­ვეს. ის კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მას მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს ხელ-ფე­ხის და ხერ­ხემ­ლის არე­ში. იგი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მას ოთხი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ახლა მა­რია ვერ მოძ­რა­ობს – მხო­ლოდ ტუ­ჩებს ამოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ჯერ ვერ ლა­პა­რა­კობს. ექი­მე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას მძი­მედ აფა­სე­ბენ.

ახ­ლობ­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლი არი­ან მომ­ხდა­რით. ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მა­რია სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი გახ­და, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღე აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და შემ­დეგ გზა­ზე და­აგ­დეს.

მა­რია კო­ვალ­ჩუ­კი დუ­ბა­ი­ში 15 თე­ბერ­ვალს ჩა­ვი­და. იქ მუ­შა­ობ­და მო­დე­ლად, იღებ­და ვი­დე­ო­ებს OnlyFans-ის­თვის და მო­ნა­წი­ლე­ობ­და პო­ლი­ტო­ლოგ ბო­რის კა­გარ­ლიც­კი­სად­მი მი­ძღვნილ კამ­პა­ნი­ა­ში – “ბო­რის მშვი­დო­ბის­თვის!” რუ­სეთ­ში მას “ტე­რო­რიზ­მის გა­მარ­თლე­ბის“ ბრალ­დე­ბით 5 წელი მი­უ­სა­ჯეს.

აქამ­დეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გავ­ლე­ნი­ან პი­რებს (გან­სა­კუთ­რე­ბით მო­დე­ლებს და ინფლუ­ენ­სე­რებს) დუ­ბა­ი­ში მდი­და­რი არა­ბი მა­მა­კა­ცე­ბი ეპა­ტი­ჟე­ბი­ან “ექ­სკლუ­ზი­ურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე“. ჰპირ­დე­ბი­ან ფუ­ფუ­ნე­ბას, ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს და დიდ ჰო­ნო­რარს. თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა­ში ისი­ნი ხში­რად ხდე­ბი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.