“მამას რომ ვუყურებდი ამდენ კონცერტზე დადიოდა, ძალიან მომინდა რომ მუსიკით დავკავებულიყავი”

57

ლაშა და მართა რამიშვილები რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “თაკოსთან” სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღების “ასი ქალი მიყვარს ერთად” და “ზღაპარი” პრემიერა შედგა.

ჟურნალისტმა დამწყებ მომღერალს, მართა რამიშვილს ჰკითხა თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა.

“მამას რომ ვუყურებდი, ამდენ კონცერტზე დადიოდა, ძალიან მომინდა, რომ მუსიკით დავკავებულიყავი… დედაც და მამაც, ორივე ხელს მიწყობს, რომ კარგად შევასრულო ჩემი საქმე“ – ამბობს მართა.