“ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი”

88

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,ხუთჯერ ვარ ერევანში ნამყოფი და ხუთივეჯერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი მაგალითები ვიხილე. იმდენი სითბო და პატივისცემა მახსოვს მათგან რომ ახლა სად წავიდე სირცხვილით არ ვიცი.
იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ.
ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?
ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6””, – წერს დათო ლიკლიკაძე.