“მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ და ყველა მიყვარხარ მინდა გავანადგურო ჩემი მოგონებებიდან თუ ეს შენს გარდა ვინმეზე მითქვამს“
ნანუკა გულუა მეუღლეს, კახა კაშიას დაბადების დღეს ემოციური პოსტოთ ულოცავს:
“@kaxa_kashia მესამე წელია ვზეიმობ შენს დაბადებას… არც მახსოვს უშენოდ რა იყო და არც მინდა მახსოვდეს… სამი წელია ყოველ დილას ვიღვიძებ შიშით, რომ დამესიზმრე ,რომ ეს ყველაფერი რეალობა არაა და თითქოს მე “გამოგიოცნებე” იმდენი დილაა თვალის გახელისას ვზეიმობ, რამდენი დილაც შენთან ერთად ვიღვიძებ ჩემო ღმერთის ჯილდო…
არ ვიცი რა გიწოდო, რომელი თვისება შეგიქო, როგორ მოვყვე შენზე მოკლედ და სწრაფად?! ღმერთო, დიდხანს მიცოცხლე ჩემი შვილების უნიკალური მამა! ყველაფერი აუსრულდეს რასაც იოცნებებს, ყველაფერი გამოუვიდეს რასაც ჩაიფიქრებს… ჯანმრთელი მყავდე კახა კაშია, ჩემო დასაყრდენო, ჩემო საიმედო, ჩემო შრომისმოყვარე, ჩემო ფუტკარო, ჩემო ტკბილო, თბილო, უსაშველოდ კეთილო, კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, კომფორტულო, ლამაზო – მიყვარხარ!!!!
მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ და ყველა მიყვარხარ მინდა გავანადგურო ჩემი მოგონებებიდან თუ ეს შენს გარდა ვინმეზე მითქვამს…”, – წერს ნანუკა გულუა.