“5 წელია დედა ემიგრაციაშია, მისი წასვლა ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო”

99

მარიამ შენგელია რომელიც საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, გადაცემა არტ-ფმ-ს სტუმარი იყო. მარიამმა გადაცემაში დედის შესახებ ისაუბრა, რომელიც ემიგრაციაშია.

“უკვე ხუთი წელია დედა ემიგრაციაშია. მისი წასვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდა, 17 წლის იყო როცა გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯვის მსგავსი იყო, თუმცა ყველაფერს ეჩვევი ადამიანი” – აცხადებს მარიამი.