“10 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და არავისი ღალატი არ გამიგია, საქართველოში როგორც კი ფეხს ჩამოვდგამ…”

236

გადაცემაში „თამიასთან“ ნუკი კოშკელიშვილი სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მათ შორის კი ოჯახის პატივისცემასთან დაკავშირებით:

ტრადიციულობა აქვთ განსხვავებული. შორიდან რომ ვიგებდით, ამერიკაში გარყვნილებააო, ასე არ არის. 10 წელია აქ ვცხოვრობ და ღალატი არავისზე არ გამიგია. საქართველოში კი ერთი ფეხის ჩადგმა მინდა და უკვე ვიგებ, ვინ ვის ვისთან უღალატა, რაღაც საოცრება ხდება. შეიძლება, მე არ შემხვედრია და ვცდები, მაგრამ ძალიან გასაკვირია, რამდენად მჭიდროდ არიან ცოლ-ქმარი ერთმანეთთან. საქართველოში ჩვენ გვცალია მეგობრებისთვის, აქ არ სცალიათ,

 აქ ყველაზე ახლობელი არის გერლფრენდი ან ბოიფრენდი, ან მეუღლე. საქართველოში საუკეთესო მეგობრები კი არიან წყვილები, მაგრამ მეგობრებიც ჰყავთ და გულს გადააყოლებენ, აქ კი ერთმანეთთან აყოლებენ გულს და ეს, ალბათ, უფრო აერთიანებს. არ ვიცი, ამართლებს თუ არა, შეიძლება, ხვალ დავშორდე ჩემს ქმარს, წავიდე და ვინმე გიორგი ვიპოვო… უბრალოდ, სულ სხვა წარმომედგინა აქ ცხოვრება და სულ სხვა აღმოჩნდა…„