მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დღეს მომეხსნა ერთთვიანი დედანატირები შეზღუდვა ფეისბუკზე და მინდა გავიხსენო ერთი დღე ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდიდან. შემოდის ადვოკატი და ხელში უჭირავს რაღაც ფურცელი. მე ვეკითხები,– გიორგი, რა არის ეს? გიორგი მპასუხობს. ადეიშვილმა გამოგიგზავნა და ასე შემოგითვალა, ტრაკი არ ათამოშო და ხელი მოაწერე ამ ფურცელსო. საჩუქრად უნდა გადამეცა ადეიშვილისათვის ბინა, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის ქუჩაზე. მე გახარებულმა შევეკითე, –გიორგი, ამის მერე გამიშვებენ ციხიდან? გიორგი მპასუხობს, არა, რას გაგიშვებენ, უბრალოდ უნდა აჩუქოო. ბევრი არ მიფიქრია. ავიღე ეს ფურცელი , ნელ ნელა დავახვიე , გავუწოდე გიორგის და ვთხოვე გადაეცა ადეიშვილისათვის რომ გენ პროკურორ ადეიშვილს ტრაკში გაეკეთებინა ავდექი და ავედი საკანში. ხო, სულ დამავიწყდა. ჩამომართვეს ახალი აუდის მარკის მანქანა, რომლითაც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე დადიოდა მთავრობის შეცვლამდე ჩემივე სანომრე ნიშნით TEM222. რაც შეეხება ამ ავტომობილის ჩამორთმევას, ესეც უკანონოდ ჩამომართვეს და ვიტყვი, რატომ. მე მქონდ მუხლი, შეძენა, შენახვა, მოხმარება და ეს ბოლო სამი სიტყვა მინდა რო კარგად დაიმახსოვრონ იმ სექტანტებმა ვინც ხშირად მახსენებს ჩემს წარსულს!”