“პირადი იყო, მაგრამ საჯარო გახადეთ… მისი ცხოვრება მე აღარ მეხება“ – “ხუჭუჭა“ მიმართვას ავრცელებს

686

„ხუჭუჭა“ განსაკუთრებით მაშინ შეიყვარა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, როდესაც ქუთაისელ ბლოგერთან, სელენა ბუხაიძესთან ერთობლივი სახალისო კადრები გაავრცელა.

ამჯერად, წარმოშობით ერაყელმა „ხუჭუჭამ“ პირადი ცხოვრების შესახებ მიმართვა გაავრცელა:

„მინდა, შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც, რეალურად, პირადი იყო, მაგრამ გახადეთ საჯარო… მოკლედ, მეუღლეს დაახლოებით 9 თვეა, დაშორებული ვარ. მინდა, შეწყვიტოთ ჩვენი საერთო ფოტოების ერთად დადება და აცადოთ მასაც და მეც გავაგრძელოთ ცხოვრება ცალ-ცალკე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მისი პირადი და პირადი ცხოვრება მე აღარ მეხება, თუ გამითვალისწინებთ, მადლიერი დაგრჩებით,“ – დაწერა ტიკტოკერმა.