გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ

339

ბოლო 2.5 თვე ამ წყვილის, გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ. 🏥

გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტალიდან დადიოდა, სადაც სავარჯიშო პროცესის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

ჩელსისთან, კონფერენს ლიგის მატჩისწინა ღამით გოჩოს მხოლოდ 2 საათი ეძინა, გაიღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და შეკრებაზე წავიდა. საღამოს სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და კიდევ ბევრი ასეთი უძილო ღამე იყო…

დღეს სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა და სახლშია, სადაც იწყება რეაბილიტაციის პროცესი.

1 წლის სანდრო უკვე უძლიერესი კაცია, ამ პოსტით კი მის მშობლებს, გიორგი გოჩოლეიშვილს და ანა ოქრუაშვილს გაუმარჯოს 🤍✨