“მის გამო მიღირს ხვალინდელი დღე“ – როგორ ცხოვრობს რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა
შვილის გამო მიღირს ხვალინდელი დღე, მიღირს სიცოცხლე და ჩემი არსებობა… ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ სწორად აღვზარდო… – ამის შესახებ ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული რამაზ დავლაძე აცხადებს.
როგორია მისი და მისი შვილის, 9 წლის დემეტრეს ყოველდღიური ცხოვრება, ამის შესახებ დავლაძე „პრაიმ შოუში“ საუბრობს.