რას ფიქრობს და აქვს თუ არა თავად გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი ქეთა თოფურიას

399

მომღერალმა ქეთი თოფურიამ ქორწინების შესახებ Fashion People Awards 2025-ზე ისაუბრა. ამის შესახებ მეხუთე არხი იუწყება.

მომღერლის თქმით, ბევრი მეუღლეებს შორის ხელშეკრულების დადებას უნდობლობად აღიქვამს.

„სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეს მიდგომა განსხვავებულია. რუსეთისთვის, როცა საქორწინო კონტრაქტზე ვიწყებთ საუბარს, ჩნდება განცდა, თითქოს მაშინვე არ გენდობი, თითქოს ელოდება, რომ მაშინვე რაღაც ცუდს მოხდება“, – ამბობს თოფურია.

თავად მომღერალი ამბობს, რომ მას საქორწინო კონტაქტი არ გაუფორმებია.

ქეთა თო­ფუ­რია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მი­ლი­ო­ნერ ბიზ­ნეს­მენ ლევ ძენ­გოვ­ზე, მათ ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. მომ­ღე­რა­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­როს ქა­ლიშ­ვილს, ოლი­ვი­ა­საც ზრდის.