ლელა კილაძემ მეხუთე შვილის ფოტო მეუღლის დაბადების დღეზე გაასაჯაროვა – გიორგი და ანდრეა ცაგარელები

593

მევიოლინე გიორგი ცაგარელს დღეს დაბადების დღე აქვს და სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. პირველ რიგში, მეუღლისგან მიიღო მილოცვები. ლელა კილაძემ მისი და გიორგის საერთო შვილის – პატარა ანდრეას ფოტო პირველად გაასაჯაროვა. სწორედ მამა-შვილის ფოტოთი მიულოცა გიორგის დაბადების დღე.

ლელა და გიორგი 2024 წლის სექტემბრის ბოლოს გახდნენ ბიჭის მშობლები.

ლელასთვის ანდრეა მეხუთე შვილია – მას წინა ქორწინებებიდან ჰყავს ოთხი შვილი. გიორგი კი პირველად გახდა მამა.

cagareli-1745937391.jpg