“ნაწყენები არიან თუ როგორ დავასახელე საჯაროდ დედაჩემის სახელი და გვარი, ცივი წყაროს წყალი დალიეთ ყველამ! რატომ არ კითხულობთ მე როგორი ნაწყენი ვარ?” – ცისნამი საყვარლიშვილის სკანდალური განცხადება
არც კი გიცნობ და უკვე გამაცანი თავი! მადლობა უფალს თქვენნაირი ძალიან დაბალი დონის ადამიანებთან რომ არ გავიზარდე. მამაჩემს, უსინათლო, მუსიკოსს ვანო საყვარლიშვილს მთელი საქართველოს ხელოვანი ხალხი პატივს სცემდა. ჩემს სახლში ნამყოფები არიან სუხიშვილები, ანსამბლი “ივერია,” ვახუშტი კოტეტიშვილი, ლეილა აბაშიძე და ვინ აღარ!
მადლობა უფალს რომ შენნაირ ბოროტ ადამიანთან არ მომიწია ცხოვრება, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საერთოდ არ მინდა ამ თემას ხშირად შევეხო და ვისაუბრო, მაგრამ დღეს იმდენად მეტკინა რომ არ შემიძლია არ დავწერო.
ჩემს გონებას და გულს სულ უნდა რომ აპატიოს ჩემს ბიოლოგიურ დედას ჩემი მიტოვება. გეფიცებით, ძალიან ვცდილობ. ხან იმას ვამბობ, პატარა იყო, 19 წლის, ეგ ინფორმაცია მქონდა მე თავიდან, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
რეალობა კი ასეთია, 25 წლის ზრდასრული ადამიანი იყო. მას უბრალოდ არ უნდოდა ჩემი არსებობა და მაგიტომ დამტოვა. მამაჩემს ცოლობაზე უარი უთხრა, ექიმი უნდა გამოსულიყო.
ასე თუ ისე შეძლებული ოჯახი ჰქონდა, ჩემსავით ორი უსინათლო მშობელი არ ეჯდა კისერზე და შეეძლო მარტოც გავეზარდე. უბრალოდ არ გააკეთა. თავისი დის, ნათიას სახელი რომ დამარქვა, სწორედ მაგ დამ ითამაშა დიდი როლი ჩემს მიტოვებაში. დედაჩემი მან პირადად დაარწმუნა ამაში.
დღეს დეიდაჩემი ნათელას გოგო, ჩემი სისხლით ნათესავი, დეიდაშვილი #მარეხი #ხმალაძე მიკომენტარებს პოსტებს, სადაც მიწერს საშინელებებს. მისი შემოტევები რამდენჯერმე გავატარე და დავიკიდე, დღეს კი თვალში მაგრად მომხვდა.
აი, რა უნდა ჩემგან? იმის მაგივრად რომ საკუთარი პირველი დეიდაშვილი მიიღოს, გულში ჩაიკრას და ემოციური მხარდაჭერა გამოუცხადოს, დგას და მაბულინგებს. საჩხერის რაიონის სოფელ გორისაშია გათხოვილი, მარნეულშია გაზრდილი. იანვარში ორი კვირა ვიყავი საჩხერეში. 15 წუთის სავალ გზაზე იყო ჩემგან, როცა მამაჩემის სახლში ვიყავი და სურვილი არ გაუჩნდა, მოსულიყო და გავეცანი.
ნაწყენები არიან თუ როგორ დავასახელე საჯაროდ დედაჩემის სახელი და გვარი.
ცივი წყაროს წყალი დალიეთ ყველამ! რატომ არ კითხულობთ მე როგორი ნაწყენი ვარ?
ჩემი პატარა და, დედის მხრიდან ფუფუნებასა და სიყვარულში გაიზარდა. მე მთელი ბავშვობა ვებრძოდი სიღარიბეს, უსიყვარულობას და ტრამვას რომ ნაშვილები ვარ, სხვისი შვილი ვარ, სხვა ოჯახში სხვებთან!
იმის მაგივრად რომ სულიერი მხარდაჭერა დამანახო, დგეხარ და ბოროტებას მიკომენტარებ! შხამიანი ადამიანი ხარ, პირიდან ბოროტება ამოგდის.
არც კი გიცნობ და უკვე გამაცანი თავი! მადლობა უფალს თქვენნაირი ძალიან დაბალი დონის ადამიანებთან რომ არ გავიზარდე. მამაჩემს, უსინათლო, მუსიკოსს ვანო საყვარლიშვილს მთელი საქართველოს ხელოვანი ხალხი პატივს სცემდა. ჩემს სახლში ნამყოფები არიან სუხიშვილები, ანსამბლი “ივერია,” ვახუშტი კოტეტიშვილი, ლეილა აბაშიძე და ვინ აღარ!
მადლობა უფალს რომ შენნაირ ბოროტ ადამიანთან არ მომიწია ცხოვრება.
მახინჯი ხარ, რადგან მე საჯაროდ მტკენ გულს და შენნაირ მახინჯ ადამიანს, მეც სიმახინჯით ვუპასუხებ!
ჯანდაბაშიც წასულხარ დეიდაშვილო!
ფაქტია რომ არც დედაჩემს და არც თქვენ არ გინდივართ, ხოდა მეც სულ ფეხებზე მკიდიხართ.
იმასაც კი ვნანობ რომ მისი საშოდან დავიბადე!
იმ პერიოდში რაც მან გააკეთა იყო #ბოზობა. ხოდა კარგად იგულავა მამაჩემთან, დამაგდო და დამტოვა.
ხოდა ეს ნაგულავები ქალი უზის ცოლად ახლა ვიღაცას და ეს ნაგულავები ქალი და მისი ოჯახი მიკითხავს მე მორალს!
Go to the hell Marekhi!!!
ვინც მე გამამტყუნოს, ისინიც უკან მიყევით მათ!!!”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.