“დამადგა სახლში ტვ პირველის ჟურნალისტი თავისი ოპერატორით და გაუგონარი კითხვების დასმა დაუწყეს დედას მომვლელს”
თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ცოტა ხნის უკან მირეკავს დედაჩემის მომვლელი. დედა ლოგინად არის და ამას აღარ მოვყვები რა და როგორ. მოკლეთ მეუბნება დედა ცუდად გახდა და მოდი სახლშიო. თურმე დამადგა სახლში ტვ პირველის ჟურნალისტი თავისი ოპერატორით და გაუგონარი კითხვების დასმა დაუწყეს დედას მომვლელს. მათი ინფორმაციით მე ვყოფილვარ ერთ-ერთ ბასეინზე მწვრთვნელი და აინტერესებდათ რამდენი ბავშვი მყავს სპორტულ ჯგუფში. ჯერ ერთი, კიდე განმეორდება ეს ოჯახში დადგომა და მართლა ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და მეორე, რო უშვებ ამ უვიც ჟურნალისტებს ის მაინც აუხსენი რო მომღერალი ვარ და არა ცურვის მწვრთნელი. ნოდარ მელაძე ცოტა მოდი აზრზე!”