ქართველ პოეტს გიორგი კეკელიძეს ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა.
პოეტი სოციალურ ქსელში პატარა კეკესთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს და წერს:
“მე ვაკვირდები თოთო სიზმრებს, რომლებსაც შენი შუბლი მკარნახობს ან შენი თვალის ნაპირები, ანდა თითები, რომელსაც მიჭერ – იოლად ვხვდები ამ დღეებმა რა გასწავლეს საზეპიროდ – ცუდიც და კარგიც.
შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ.
მხოლოდ ეს არის განსხვავება მე და შენ შორს.
ჩვენი სიზმრები ერთნაირია. მათ გამხელა-ვერგამხელა არის სხვადასხვა” – წერს გიორგი კეკელიძე.
