“გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა”

1,388

ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ჟურნალისტები დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია გააკრიტიკა.

დეამ ფეისბუქის ლაივი ჩართო, სადაც ის და გაბუნია პოლიტიკის შესახებ საუბრობენ.

”გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა.

ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც”-დაწერა მელიამ. რაზეც მამისეიშვილმაც უპასუხა.

”Nika Melia ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, არც კრიტიკულ არხზე მუშაობისას და არც სამთავრობო არხზე, ყველაზე კარგად უნდა გახსოვდეს ეგ. ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა. კრიტიკის მიმღებლობა არ არის ცუდი რამე, შეგიძლია მეკამათო და არ დამეთანხმო, მაგრამ, ამ შეფასებას არასდროს მივიღებ. ყველგან საუბარი შემიძლია და ყველაფერზე, ვერავინ ამიკრძალავს.”

 

 

Posted by Dea Mamiseishvili on Sunday, May 25, 2025