“ძალიან მარტივი ყოფილა მესამე შვილი, დავდივარ გამართულად, ბავშვსაც უფრო მარტივად ვაჭმევ”

364

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა. წყვილმა შვილს კირა დაარქვა. სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა  სოციალურ ქსელში გაავრცელა, ფოტოებთან ერთად კი ღმერთს მადლობა გადაუხადა. ახლახან კი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენა უფრო მარტივი აღმოჩნდა:

ძალიან მარტივი ყოფილა მესამე შვილი, ჯერჯერობით. საკეისროც ძალიან მარტივია, დავდივარ ამ დილით გამართულად, ვსეირნობ, ბავშვსაც უფრო მარტივად ვაჭმევ, გაოგნებული ვარ. თან ოფოფებიც არ მოდის, წინაზე მეორე დღიდან მოვიდა, ახლა ჯერჯერობით კარგად ვარ“, – ამბობს ნანუკა გულუა.