მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს მხოლოდ სიყვარული არ იყო, ეს რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა იყო, რომელიც არათუ მსგავსი, მიახლოებულიც კი ვერ შევამჩნიე ვერსად… ყველა წყვილს ვაკვირდები, თუმცა ის ზრუნვა, სიყვარული და ერთგულება ვერსად დავინახე… უშენობა ჯოჯოხეთია. მე შენ მიყვარხარ ცამდე… უსასრულოდ“, – წერს გვანცა.