ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”პროტესტი სცენაზე!
მუსიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ! ხვალ შეიძლება სახლებშიც შეიჭრან, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესების შეფასება. ეს ჯანსაღი დისკუსიაა, რადგან კანონმორჩილმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი არაეთიკური თავდასხმებისგან, ასევე, რა არის თავისუფლება და რა – ზიანის მიყენება სხვებისთვის, ვფიქრობ სწორედ დღეს შეიქმნა ის ვითარება, როცა უნდა განვასხვაოთ პროტესტი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ქმედებისგან.
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია და მას საფრთხე არ ემუქრება.”
პროტესტი სცენაზე!
მუსიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ! ხვალ შეიძლება სახლებშიც შეიჭრან, …Posted by Irma Chkadua on Friday, June 13, 2025