“თავის დროზეც არ უნდა მესაუბრა ჯარჯიზე… ვერ გამტეხა ბევრმა მოვლენამ ჩემს ცხოვრებაში”

187

პიანისტმა და ტელეწამყვანმა, სამი შვილის დედა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს კვლავ უპასუხა და ისევ გააკეთა კომენტარი მესამე მეუღლესთან დაშორებაზე.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დაშორდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეს.

მიზეზებსა და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა გამომწერებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ღალატი არ ყოფილა მიზეზი, რომ საკუთარ პრობლემებსა და ტკივილებს შეხვდა და სულის თავისუფლებას მიაღწია. ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ფუნქცია შვილების აღზრდა და სწორ გზაზე დაყენებაა.

ამჯერად აღნიშნა, რომ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, კვლავაც დედობაზეც და თავის დროზეც არ უნდა ესაუბრა ჯარჯიზე.