“რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ”

223

ცოტა ხნის წინ ტელესახე ნუკი კოშკელიშვილმა მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა და თქვა, რომ მეორე შვილს ელოდება. ნუკიმ რჩეულზე, ბენ ჰაიმზე 2015 წელს იქორწინა, მათ პირველი შვილი, ოლივერი 2018 წელს შეეძინათ. ახლა კი ნუკი განმარტავს, რატომ არ ამხელდა მეორე შვილის მოლოდინის შესახებ:

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ბოლო დროს ბევრ ვიდეოს ვეღარ გიზიარებდით. პირველი სამი თვის მანძილზე ძლიერი ტოქსიკოზი მქონდა, ამასთან, როგორც იცით, წინა ორსულობის დროს მუცელი მომეშალა და ახლა ვფრთხილობდი, რომ წინასწარ არ გამეხარებინეთ. ახლა, მგონი, რთული პერიოდი გადავაგორეთ და დღეს სქესი უნდა გავიგოთ. სქესის გაგების ცერემონია ბუნებაში იქნება”, – ამბობს ნუკი.