UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ 16 მარტს იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა. ხუთ რაუნდიან ბრძოლაში 36 წლის მებრძოლმა მეტოქეს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
რომანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელსაც გთავაზობთ.
“მე საქართველოში ვცხოვრობ, საქართველოში ვზრდი ჩემს შვილებს, რათა ქართული იყოს მათი პირველი ენა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვიცხოვრებდი მაგრამ ჩვენი კუთხე ყველას მირჩევნია.
თუ რუსულად ვსაუბრომ ეს რუსობას ნიშნავს?
მე უკრაინაში მივიღე განათლება, დღემდე ხშირად ჩავდივარ და იქაც ყველა რუსულად საუბრობს(ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ხარკოვში). მათ ქართულად ვესაუბრო? გამიგებენ? როგორ ფიქრობთ?“, – აამბობს რომანი.