„რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც… მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და ახლა ძალიან ვნანობ“

106

ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

“მოკლედ მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში, ოღონდ მანამდე დავწერ – მე-3 ორსულობის 31 კვირა ისე ჩქარა და შეუმჩნევლად გავიდა, რომ ბოლო 9 კვირა მინდა ნელა გავიდეს! ეს მართლაც საუკეთესო პერიოდია ქალისთვის და თან ვერ ვხსნი რატომ🤷🏽‍♀️ რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც, პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა…

ეხლა 3 მთვარი რჩევა

❗️ივარჯიშეთ❗️ იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.

❗️შეაგროვეთ სამახსოვროთ ფოტოები ❗️მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე 🤰🏽 და ეხლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კაი იქნება😅

❗️ იფრინეთ და იმმოგზაურეთ სპეციალური ჩულქებით❗️ ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6 საათიანი ფრენის შემდეგაც კი ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით.”