“ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა”

266

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ვაჟი, ნიკუშა ალასანია 2016 წელს დაქორწინდა ნუცა ადამიაზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს. წყვილი მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ პატარა თინა ბებიასთან და ბაბუასთან დიდ დროს ატარებს.

„თინუშამ პატარა ბავშვთან ურთიერთობის, ზრუნვის და სიტკბოს ის შიმშილი ამოავსო ჩემთვის და ირაკლისთვის, რაც მოსდევს შვილების გაზრდას, როცა მათ ისე ვეღარ ეფერები, როგორც პატარებს. თინუშა გამათავისუფლებელს ვეძახი. პატარა ბავშვი ხომ გიბიძგებს, დაბრუნდე ღრმა ბავშვობაში და ითამაშო დამალობანა, ექიმობანა…

ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა. ირაკლიც მისდევს. ბებო გოჭობანა მეთამაშეო მეუბნება და მეც გოჭის როლს ვთამაშობ. ამხელა ადამიანები ბავშვებივით ვიქცევით.

ბებოს ან ბებიკოს მეძახის, ირაკლის – ბაბუკას. ძალიან გვეფერება. ენით ვერ აღვწერ, რა განვიცადე, როცა თინა პირველად დავიჭირე ხელში. ვფიქრობ, მე მგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არ არის. გარეგნობით მამამისს და ბაბუამისს ჰგავს, რაღაცაში – დედამისსაც, მაგრამ ხასიათით და თვისებებით ეჭვიც არ მეპარება, რომ მე მგავს“, – ამბობს ნათია ფანჯიკიძე ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში.