ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი დაქორწინდნენ (ფოტოგალერეა)

74

Amazon-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ტელეწამყვან ლორენ სანჩესზე დაქორწინდა. ღონისძიება, რომელსაც „საუკუნის ქორწილი“ უწოდეს ვენეციაში გაიმართა. მას 200-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მსახიობები, ტელეწამყვანები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები.

პატარძალს Dolce & Gabbana-ს დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.