“20 დღე მშობიარობიდან. ჯერ ძნელია. მენტალურად უფრო. ეს ამინდებიც ძალიან მოქმედებს. ილია წავიდა ბაღში ნახევარი დღით. რჩება უპრობლემოდ და ამაზე ცალკე მოგიყვებით. მარიასთან ვალაგებთ რეჟიმს – ჭამა, ძილი, ბანაობა. სამსახურში დავიწყე სიარული 3-4 საათით დღეში და ეს მეხმარება განიავებაში. ყველაფრით კმაყოფილი და უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მშობიარობის შემდეგ ყველა დედას სჭირდება დრო და მხარდაჭერა ადაპტაციისთვის და კარგად ყოფნისთვის” , – წერს სოციალურ ქსელში ქეთი ხატიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.