” 4-5 კგ თუ მოვიმატე, ესე იგი წონა გამექცა…ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც”

5

“40 წლის ასაკში პატარა ნაოჭი რომ დავინახე, ჩავიხედე და ვიფიქრე, ეს რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რა ვქნა, როგორ ვიქნები. არ მომწონდა, მაგრამ, რაღაც პატარა საშუალებები არსებობდა, რომ ის ნაოჭი დამემალა. არ მიყვარს ტყუილის თქმა, რომ არაფერი გამიკეთებია, რაღაცები გამიკეთებია. კანის ფაქტურა თუ არ მოგდევს, რთულია.

გენეტიკურად ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ნანის და მე კარგი კანის ფაქტურა გვქონდა. ზომიერების შეგრძნება თუ გაქვს, ყველაფერს ეშველება. ძალიან ხშირად ვხედავთ არაბუნებრივ ქალებს. ისე მივდივარ ბუნებრიობასთან, ძალიან რომ ეტყობათ, მე არ მომწონს. 

კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა. ნანი ამ საკითხზე მკაცრად მიდგება, ისეთი თვალებით მიყურებს ღამე თუ ვჭამ, ლუკმას ვერ გადავყლაპავ. ნანი სულ მეუბნება – “არასდროს არ ადგე სუფრიდან “გამძღარი”. ეს არასდროს ქონია დედას და ამიტომ ნანი თავის ცხოვრებაში დიეტაზე არასდროს არ ყოფილა. მე კი მომიწია სხვადასხვა დიეტა. ერთი კვირის მეტი ვერ გავძელი დიეტაზე. დავიწყე კალორიების დათვლა. მაგრამ მაინც დავარღვიე და ვერ გავაგრძელე. 4-5 კგ თუ მოვიმატე ესე იგი წონა გამექცა. მიყვარს გემრიელი ჭამა, აი კაცები, რომ ჭამენ და განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. 

სხვადასხვა ესთეტიკურ ჩარევას ვიტარებ. ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც. ძალიან არაბუნებრივი რომ ხდები, არ მომწონს. პატარ-პატარა ჩარევები იმიტომ მჭირდება, რომ ეკრანზე ჩანს. ცხოვრებაში ვერ აჩნევ, მაგრამ როგორც კი ეკრანზე გამოჩნდები, მაშინვე ამჩნევ” – ამბობს ეკა მამალაძე.