“ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში”

49

კალათბურთელ რატი ანდრონიკაშვილის დედა, ანანო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”რაღაც კარგი გამიკეთებია ცხოვრებაში, რახან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. იმაში,რომ ორმა ადამიანმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს,გასაოცარი არაფერია. საოცარი ის არის თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს,როგორ უწყობენ ხელს ერთმანეთის საუკეთესო მხარეების გამოვლენაში.როცა სიყვარული მეგობრობაზე შენდება, ვერაფერი დაანგრევს. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში და იმ ენერგიით, რომელიც გვიწილადა.
პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა და ჩვენი კავშირი,როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იშვიათი და გამორჩეულია.
Rati მადლობა ამ ემოციებისთვის და იმისთვის რომ ასეთი კარგი შვილი ხარ ♥️”