“როცა ვნახე ერთ მზერაში დავიქეცი ისეთი სიმძიმე ვიგრძენი”

35

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი სოციალურ ქსეკში მსახიობ ნუგზარ ყურაშვილს იხსენებს.

პირველად პალატაში რომ შევედი მკითხა სადაური ხარ ასეთი მხიარული გოგო?🥹

მეგრელი ვარ ვანში გაზრდილი ჩემები აფხაზეთიდან არიან სულ ასე ვაცნობ ყველას თავს🇬🇪

რა კარგია სულ რომ
იცინიო 🥺

კარგ ხასიათზე დააყენებ ადამიანსო🩶

მერე სულ ვუცინოდით ერთმანეთს მიხარია შენი დანახვაო🥹

მეც მიხაროდა რომ უხაროდა ადამიანს ჩემი დანახვა 🥺🥺

ბოლო დღე მქონდა კლინიკაში

ფორმის წამოსაღებად მივედი

მითხრეს მძიმედ არის ბოლო საათებს ითვლისო…..

არვიცი მე ვარ ესეთი თუ რა დამემართა იმ წუთში თითქოს რომ
არ მენახა ვერ წავიდოდი…

შევედი პალატაში

როცა ვნახე ერთ მზერაში დავიქეცი ისეთი სიმძიმე ვიგრძენი 😔

დამინახა და გაიღიმა😔

ხელი ხელზე დავადე

თითქოს იმის ნიშნად რომ…..

და პალატიდან გამოვედი…

ასე არასდროს განმიცდია ჩემთვის უცნობი ადამიანის წასვლა….😔

ნათელი თქვენს სულს ბატონო ნუგზარ❤️

არვიცოდი რომ
მსახიობი იყო ❤️‍🩹თან დიდებული❤️”