ილია თოფურიას ყოფილი მეიუღლე, ჯორჯინა უზკუტეგუი განქორწინების შემდეგ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია.
ამჯერად კი გამომწერების კითხვებს პასუხობს.
ჯორჯინამ ურთიერთობებზე, ოჯახზე, განქორწინებასა და თვითგანვითარებაზე ისაუბრა:
წარსულს რომ გადახედავ, გააკეთებდი რამეს სხვანაირად?
აპატიე საკუთარ თავს იმის არცოდნა, რის სწავლებაც მხოლოდ დროს შეეძლო.
საუკეთესო რჩევა ახალბედა მშობლებისთვის – 3 თვეში გოგონას ველოდებით.
იმუშავეთ საკუთარ ჭრილობებზე, რათა მათ არ მოუწიოთ თქვენი შვილების გაზრდა. ზოგიერთი ამბობს: „შვილისთვის თავს მოვიკლავ“, მაგრამ ჩვენ უნდა გვსურდეს ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმით ცხოვრება, რათა მათ ჩვენი საუკეთესო ვერსია მიიღონ.
არსებობს ერთი მოსამართლე და ეს არის დრო. მომწონს, რომ არაფერს ამბობ და არაფერს ასაჯაროებ მაშინ, როცა მეორე მხარეს ცირკს მართავენ.
არავინ შეურაცხყოფს შენს სახელს იმაზე მეტად, ვისაც ეშინია, რომ მათ შესახებ სიმართლეს იტყვი.
რას ნიშნავს შენთვის ქორწინება?
– საწყის წერტილს, სადაც ორი არსება იღებს პასუხისმგებლობას და დებს პირობას, რომ ეყვარებათ ერთმანეთი, პატივს სცემენ, დაიცავენ და იმუშავებენ საკუთარ თავზე (ან ურთიერთობაზე).
ვინ არის შენთვის კარგი მამაკაცი?
– კარგი მამაკაცი ის არის, ვინც კარგ ქალს სიმშვიდის ერთ დღესაც კი არ ჰპარავს.
როგორ არის შენი შვილი უგიტო? (Huguito)
-ის ჩემი შვილი არ არის. ის საოცარი ბავშვია.
როდის კარგავს ქალი მამაკაცისადმი ინტერესს?
-როდესაც წყვეტს მისით აღფრთოვანებას (მისით ტკბობას).