ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

6

აუზის წყალი ყველაზე საშიშია ბავშვისთვის, ბევრად უფრო რისკის შემცველია, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიარეა აქვს და დიარეის დასრულებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ის გადამდებია სხვებისთვის, რაც არ უნდა კარგად გრძნობდეთ თავს. ყველა ადამიანი ვინც აუზში არის, შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, რომ გადაედებათ დიარეა.

ასევე მნიშვნელოვანია აუზში ჩასვლის წინ შხაპის მიღება.

მდინარე მოძრავია, ზღვაც გაცილებით დიდია და იქ ნაწლავური ინფექციების საფრთხეები ნაკლებად არის“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.