“ხან ახალისებთ, ხან ლანძღავთ და აი სარკასტიკა გამხდარა სამშობლოს მოღალატე, რაკი ქეთი მიიწვიეს”

5

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში გადაცემა “სარკასტიკის” გარშემო აგორებულ სკნდალს ეხმაურება.

აბა ახლა დაგერიოთ სათითაოდ! 👊😀

ეს ქალი ჩანს რამდენი ხანია უკვე, ხან რეკლამისთვის იწვევენ, ხან აჭმევენ და ასმევენ, “ტოჟე” რეკლამის მიზნით, ტიკტოკებს წერენ ამაზე, უკომენტარებენ (რაც ზრდის მის ხილვადობას, თავისთავად). მასზე საუბარს ლაიქ-შეარი მოაქვს და კაია, ხომ?

ყველამ ვიცით, რომ ვერააა მთლად დალაგებულად, არც ეგაა ახალი ამბავი და მაინც, ყველას შეგვაქვს წვლილი მის მეტ პოპულარიზაციაში. ჩემს გარდა, მგონი არასდროს დამიწერია მასზე, რადგან არ მიმიწევს გული ამ პერსონაჟისკენ.

ჰოდა, ამ სარკასტიკაზე რა ისტერიკა ატყდა? თან ვითომ მინდავიყობლოგერი ხალხისგან? აქამდე არსად გინახავთ ქეთი? სარკასტიკამ რომ მიიწვია, აი ამით გახდა პოპულაური, ან ამათი ხუმრობაა მხოლოდ დაცინვა “ცოტა დაცურებულ ვიღაცაზე”? რაც დღე და ღამე მთელი ერი ღლიცინებთ, ან ლანძღავთ ამ ქალს? 🤦🏻‍♂️ რასაც ასევე ვემიჯნები, არ მოგწონს – გაიარე!

დღე და ღამე თქვენ არ უწერთ კომენტარებს? ხან ახალისებთ, ხან ლანძღავთ და აი სარკასტიკა გამხდარა სამშობლოს მოღალატე, რაკი ქეთი მიიწვიეს?

– Vauqmeb mat gamoweras!
– fu es ra ikadres giorgim da tamazim
– es ykve metismetia, dzirs sarkaztika!

უბრალოდ მგონია, რომ შური და ბოღმის ამბავია, წლებია, რომ ფაფხურობენ სხვა პოდკასტები და ესენი კიდევ რამდენიმე თვე და ტოპში არიან. ჰოდა, იხელთეს დრო ბოღმიანებმა და აუშვეს აფრები, ჩიილ ლამასებო, ქაი? 😍🙏“