ვინ არის ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი და მოდელი ილია თოფურიას გვერდით

6

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, გამომწერებს საკუთარი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან სოციალურ ქსელში მაიამიში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სადღესასწაულო განწყობა და გამორჩეული გარემო სუფევს.

„Quick girls trip to Miami to celebrate @miyuschrepfer “ – სწორედ ამ წარწერით გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კადრებმა, რომლებშიც ილია ცნობილ ამერიკელ სპორტსმენსა და მოდელთან, მეგან ჰანა ლისთან (Megan Hana Lee) ერთად გამოჩნდა.

22 წლის მეგან ჰანა ლი სპორტისა და მოდის ინდუსტრიაში უკვე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული სახეა. ის 2016 წლიდან აშშ-ის ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების (US National Taekwondo Poomsae Team) ღირსებას იცავს, მოპოვებული აქვს პანამერიკული ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მედალოსანია.

საბრძოლო ხელოვნებაში მიღწეული წარმატებების პარალელურად, მეგანი აქტიურად მოღვაწეობს სამოდელო სფეროშიც. იგი ისეთ გავლენიან სააგენტოებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა WILHELMINA Models და CESD Talent Agency. ამასთან, მას სოციალურ ქსელებში – განსაკუთრებით TikTok-სა და Instagram-ზე – მრავალათასიანი აუდიტორია ადევნებს თვალს, სადაც საკუთარ ყოველდღიურობასა და ვარჯიშის პროცესებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.