ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა

117

25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე, სალომე ლაშხი, მშობლები გახდნენ.

წყვილს ბიჭი ეყოლა, რომელსაც ტეო დაარქვეს. წყვილს პირველი შვილი შეეძინა. ლუკა ლოჩოშვილმა და სალომე ლაშხმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობეს და სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გააზიარეს.